გაკვეთილის გეგმები


                                                                            2017-2018

                                                                   მათემატიკის კათედრა

                                                                   ღია გაკვეთილის გეგმა

კლასი-პირველი

საგანი-მათემატიკა

თარიღი-15/11 2017-2018სასწ.წელი.

მასწავლებელი - მ. ჩოლაბარგია ა(ა)იპ.საქართველოს საპატრიარქოს წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა

მოსწავლე-21/სსსმ საჭიროების მოსწავლე არ არის

დრო- 45 წთ

გაკვეთილის თემა-გეომეტრიული ფიგურა  ,,ოთხკუთხედი“
მიზანი
·      მათ.(1.6)- მოსწავლე შეძლებს ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში მოცემული ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების დასახელებას.
·      შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან;
·      შეუძლია აღწეროს მითითებულ გეომეტრიული ფიგურა (მაგალითად, ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების  გვერდების რაოდენობას).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·         ყოფით დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში  უთითებს ბრტყელ ფიგურებს.
·         შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან.
·         აღწერს ოთხკუთხედს (მაგ. ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროებს, გვერდებს, კუთხეებს)

1.7-. მოსწავლეს შეძლებს  ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვას და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობას. ახერხებს სხვადასხვა ტიპის ოთხკუთხედების  ამოცნობა და დახაზვა. სასკოლო გარემოში ახერხებენ ამოიცნონ სხვადასხვა ტიპის ოთხკუთხედების ფორმის საგნები.
შედეგი თვალსაჩინოა
·         თუ მოსწავლე აპლიკაციის ან ნახატის საშუალებით ქმნის ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის მოდელს.
·         სწორად პასუხობს კითხვებზე ობიექტთა ურთიერთმდებარეობის(მარჯვნივ მარჩხნივ, ზემოთ ,ქვემოთ, წინ, უკან)შესახებ


წინარე ცოდნა - მოსწავლეებმა:
ü  იციან სხვა გეომეტრიული ფიგურების (სამკუთხედი, წრე, მონაკვეთი, წერტილი,) დასახელება და მათი დახასიათება წვეროების, გვერდების და კუთხეების მიხედვით.
ü  იციან მათემატიკური ტერმინები თანაბარია, ტოლია, იმდენივეა.

რესურსები-სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  ფერადი ფანქრები, სახაზავი, სამუშაო რვეული.

შეფასება - განმავითარებელი (იხ.სქემა)

გაკვეთილის მსვლელობა 45 წუთი.




#
აქტივობის აღწერა


გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო/წთ
1
აქტივობა- 1.საორგანიზაციო ნაწილი.
მიზანი
*მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა,
*საგაკვეთილო
განწყობის შექმნა.

აქტივობის აღწერა:მასწავლებელი  შედის კლასში, ახსენებს კლასს თუ რა რესურსები დასჭირდებათ გაკვეთილისთვის და სთხოვს განეწყონ გაკვეთილისთვის.










საერთო საკლასო
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული,  ფერადი ფანქრები.





2წთ

2
აქტივობა 2

აქტიობის მიზანი: გაკვეთილის თემის, მისაღწევი მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე გამოაკრავს (მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე) დაწერილ მიზნებს და უკითხავს.  იმის გასაგებად  გაიგეს თუ არა მისაღწევი მიზნები, რამოდენიმე მოსწავლეს გაამეორებინებს თუ რა უნდა შეძლონ გაკვეთილის განმავლობაში.ასევე აცნობს რა სამუშაოების შესრულება მოუწევთ საგაკვეთილო პროცესში, რა აქტიობებს შეასრულებენ.


საერთო საკლსო




3წთ

Aფაზა-გამოწვევა

აქტივობა -3

მიზანი-წინარე ცოდნის გახსენება

აქტივობის აღწერა-
ელექტრონული პრეზენტაციის საშუალებით მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს მათთვის უკვე ნაცნობ ფიგურებს და
  სთხოვს
*დაასახელონ შესწავლილი ფიგურები.
  შემდეგ აჩვენებს სხვადასხვა ფორმის ,ზომისა და ფერის სამკუთხედებს და სვამს კითხვებს.
* რით განსხვავდებიან სამკუთხედები ერთმანეთისაგან?
*რით ჰგავს ეს ფიგურები ერთმანეთს?
*რატომ ვუწოდებთ მას სამკუთხედს?
ასევე აჩვენებს წრეს და სთხოვს შეადარონ ერთმანეთს წრე და სამკუთხედი, იპოვონ განსხვავება მათ შორის.


დემონსტრირების.
საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი.




5წთ

B ფაზა
აქტივობა4  ,,ცოდნის კონსტრუირება“

აქტივობის მიზანი-ახალი მასალის გაგება -გაანალიზება.

აქტივობის აღწერა
ელექტრონული პრეზენტაციის დახმარებით მასწავლებელი მოსწავლეს სთავაზობს სურათს, სადაც შესწავლილი ფიგურების გარდა მოცემულია  გეომეტრიული ფიგურა ოთხკუთხედი. მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ფიგურებს და ამოიცნონ ოთხკუთხდი და უპასუხონ თუ რატომ უწოდებენ მათ ოთხკუთხედებს.
      ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეს დაუსვამს კიდევ რამდენიმე შეკითხვას.
*რა აქვთ საერთო ამ ოთხკუთხედებს?
*რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან?
 შემდეგ აჩვენებს მართკუთხედს და კვადრატს და სთხოვს შეადარონ ერთმანეთს და ასევე სხვა ოთხკუთხედებსაც. მოსწავლეები ადარებენ და პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს.
*რამდენი ტოლი გვერდი აქვს მართკუთხედს? კვადრატს?
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები დაადგენენ რომ მართკუთხედს მოპირდაპირე გვერდები აქვს ტოლი, ხოლო კვადრატის  ყველა გვერდი ტოლია.
ამის შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რომ
 მართკუთხედი .და კვადრატი ოთხკუთხედის ტიპებია, არსებობს ოთხკუთხედის სხვა  ტიპებიც, რომლებსაც მოგვიანებით შევისწავლით.
ამის შემდეგ  მასწავლებელი  მოსწავლეებს ეუბნება დააკვირდნენ საკლასო ოთახში მდებარე სა გნებს და სასწავლო ნივთებს და მათ შორის ამოიცნონ  მართკუთხედები და კვადრატები. (მაგ.დაფა, ფანჯარა, წიგნები, რვეულები და ა.შ.















დემონსტრირების







ინდივიდუალური
კომპიუტერი, პროექტორი











10წთ

აქტივობა-5

აქტივობის მიზანი-სახელმძღვანელოზე მუშაობა. ახალი მასალის გააზრება.

აქტივობის აღწერა
 *  მოსწავლეები აკვირდებიან სახელმძღვანელოში მოც. სავარჯიშო N1-სადაც მოცემული ფიგურებიდან უნდა ამოიცნონ ოთხკუთხედი.
   მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს
*რომელ რიგშია გამოსახული მართხკუთხედი?
*მარჯვნიდან რომელ ადგილზეა?
მარცხნიდან?
*არის თუ არა კვადრატი წრის მარჯვნივ?
მარჯვნიდან რომელ ადგილზეა კვდრატი?
მარცხნიდან?
რომელ ფიგურებს შორისაა მწვანე ოთხკუთხედი?
*ყვითელი კვადრატი?
 ამის შემდეგ მოსწავლეები აკვირდებიან  N3 სავარჯიშოს. პასუხობენ კითხვებს:
*რამდენი ალამია?
*რამდენია სამკუთხედის  ფორმის ალამი?
 *რამდენია მართკუთხედის  ფორმის ალამი?
*რომელია მეტი, სამკუთხედის ფორმის თუ  მართკუთხედის ფორმის ალამი?
*სულ რამდენია?












ინდივიდუალური











სახელმძღვანელო.











8წთ

C ფაზა. რეფლექსია

აქტივობა 6-ოთხკუთხედების ამოცნობა სლაიდებზე.

აქტივობის მიზანი: ახსნილი მასალის შემოწმება, გაანალიზება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  მოსწავლეებს ელექტრონული პრეზენტაციის საშუალებით უჩვენებს სურათებს,  სადაც გამოსახულია სახლი, გემი, მატარებელი,  
მასწავლებელი მიმდევრობით აჩვენებს ცალკეულ სლაიდს და ყოველი სლაიდის ჩვენებისას მიმართავს მოსწავლეებს კითხვებით.
რამდენი ოთხკუთხედია გამოყენებული?
რამდენია მართკუთხედი?რამდენია კვადრატი?
რომელი ფანჯარა  უფრო დიდი ლურჯი თუ ყვითელი?


დემონსტრირების


იდივიდუალური.


კომპიუტერი, პროექტორი.


6წთ

აქტიოვობა-7დამოუკიდებელი სამუშაო.
აქტივობის მიზანი-შესწავლილი მასალის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას:
საკლასო რვეულებში დახატონ ორი სხვადასხვა ზომის კვადრატი და  ორი სხვადასხვა ზომის
მართკუთხედი.
მართკუთხედი გააფერადონ წითლად ,ხოლო კვადრატი ყვითლად.
მოსწავლეები ასრულებენ სამუშაოს, მასწავლებელი ამოწმებს მათ დავალებებს და აფასებს განმავითარებელი კომენტარით რამდენიმე ნამუშევარს, ვინც დროში ჩაეტია, ხოლო ვინც სამუშაო ვერ დაასრულა შუძლიათ
 სამუშაო სახლში დაასრულონ.






ინდივიდუალური





სამუშაო რვეული,
ფერადი ფანქრები,






8წთ

აქტივიობა- 8 შეჯამება

მიზანი: შესწავლილი აქტივობების შეხსენება და ნასწავლი მასალის გამთლიანება.

აქტივობის აღწერა:მასწავლებელი მიდის იმ დაფასთან სადაც მისაღწევი მიზნებია ჩამოწერილი და კითხვების საშუალებით ბავშვებთან ერთად ამოწმებს, რომელ შედეგს მიაღწიეს კარგად და რომელია გასაუმჯობესებელი, რა აქტიობებით მიაღწიეს მიზანს.

საერთო საკლასო

3წთ

             გაკვეთილის ბოლოს  მისაღწევი შედეგი : 
               
1.      მოსწავლე  შეძლებს ყოფით დანიშნულების საგნებში და მათ ილუსტრაციებში ამოიცნონ ბრტყელი გეომეტრიული      ფიგურები.
2.      შეძლებს აღწეროს  მითითებული ფიგურა.
3.      შეძლებს გეომეტრიული ფიგურის გამოსახვას და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობას.
4.      შეძლებს სხვადასხვა სახის ოთხკუთხედის დახაზვას და მათ ამოცნობას სასკოლო გარემოში.

შეფასება:
იხილეთ თანდართული შეფასების სქემები;

ხელმოწერა:

თარიღი:



შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
    კარგი
 საშუალო
გასაუმჯობესებელი
მოსწავლეს შეუძლია ოთხკუთხედების ამოცნობა და გამოსახვა.
მოსწავლეს კარგად შეუძლია ოთხკუთხედების ამოცნობა და გამოსახვა.
მოსწავლეს უჭირს ოთხკუთხედების ამოცნობა და გამოსახვა.
მოსწავლემ უნდა გააუმჯობესოს ოთხკუთხედების ამოცნობა და გამოსახვა.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებისაგან შედგენილ მოდელში ამოიცნობს  და დააჯგუფოს  ოთხკუთხედები (ამოიცნობს კვადრატს და მართკუთხედს)
 სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებისაგან შედგენილ მოდელში კარგად ამოიცნობს  და აჯგუფებს ოთხკუთხედებს (ამოიცნობს კვადრატს და მართკუთხედს)
უჭირს სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებისაგან შედგენილ მოდელში ამოიცნოს  და დააჯგუფებოს ოთხკუთხედები (უჭირს კვადრატის და მართკუთხედის ამოცნობა)
მოსწავლემ უნდა გააუმჯობესოს სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებისაგან შედგენილ მოდელში ამოიცნოს  და დააჯგუფოს  ოთხკუთხედები ( ვერ ამოიცნობს კვადრატს და მართკუთხედს)



No comments:

Post a Comment